|
2025-06-20 18:16:10, 1127 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს,“ რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) და 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)