22:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 13:49:30, 667 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს - თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება

მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურ ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე მიმდინარე პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა მოხდება.

ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მისი კოლეგები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics