|
2025-05-08 19:14:58, 863 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმე - მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძე და ზვიად ქორიძე დარბაზიდან გააძევა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო. „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს „რუსეთის მონა“, ხოლო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რომელიც პროცესზე იკითხება, მოძალადე უწოდა. მოსამართლემ მოითხოვა, ცეცხლაძეს მანდატურებისთვის მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა, რაზეც ჟურნალისტი უარს აცხადებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ნესტან ცეცხლაძე სხდომის დარბაზიდან გააძევა. “ქალბატონო ნესტან, თქვენი მხრიდან განხორციელებული არაერთი დემონსტრაციული განცხადების გამო, არაერთი მოწოდების მიუხედავად, თქვენ დაარღვიეთ წესრიგი სხდომის დარბაზში, ხელი შემიშალეთ საქმის განხილვაში და არ დაემორჩილეთ არაერთგზის მოწოდებას, რომ შეჩერებულიყავით და არ გესაუბრათ. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით და დაადგინა სხდომაზე დამსწრე მოქალაქე ნესტან ცეცხლაძე სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის მოწოდების დაუმორჩილებლობის გამო, გაძევებული იქნას სასამართლოს დარბაზიდან”, - მიმართა მოსამართლემ ნესტან ცეცხლაძეს. სხდომა დაატოვებინეს მედიაექსპერტს ზვიად ქორიძესაც.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)