|
2025-05-08 12:22:12, 1044 ნახვა
სამართალი
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს
ჟურნალისტებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს. ჟურნალისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 მაისს შეიტანეს. ზაუტაშვილი და ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აპრილში გაათავისუფლეს. ორივე ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების შესახებ ზეპირ შეხვედრაზე აცნობა. ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის განმარტებით, მათი გათავისუფლების საფუძველი არხის შიდა მოკვლევის დასკვნაა. ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით კი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი და მიუკერძოებელია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)