19:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 09:51:04, 752 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის საქმეზე, 8 მაისს 13:00 საათზე, სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

8 მაისს შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა.

აღნიშნულ საქმეზე, წინა სასამართლო სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა, იგი 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

გრიგოლ ბესელიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მზია ამაღლობელი მას არ დაუკავებია, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები და მტკიცებულებად დაკავების ვიდეო მასალა სასამართლოს წარუდგინეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის დევნა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და იგი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics