|
2025-05-07 14:03:07, 930 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე კიდევ ერთი ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გარეშე მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 30 აპრილს, განსაზღვრულ ვადაში, რაც კანონით ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭა. კანონმდებლობით დადგენილი ვადები აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. როცა დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ვადების დარღვევის გარეშე შედგა შესაბამისი ოქმი. ახლა მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმის წარმოება“,- განაცხადა შსს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. შსს ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)