22:04 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 13:56:08, 638 ნახვა

სამართალი
გურჯაანში ცოლისა და კიდევ 2 პირი მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11',109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics