|
2025-04-24 10:16:27, 743 ნახვა
სამართალი
რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა - რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა. ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო - მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია). ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხოლო ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ. მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)