13:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 10:58:24, 508 ნახვა

სამართალი
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.ც., 1993 წელს დაბადებული ლ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
გ.ლ. - ს და ნ.ც. - ს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა და იძულება. ხოლო ლ.ა. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ. - მ ბრალდებულის სახით დაკავებული პირების დახმარებით, ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახა.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ.
ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ლ., ნ.ც. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.
საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე და 150-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics