20:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 17:16:00, 914 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა რევაზ ნადარაია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშვნამდე, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის პოზიციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რევაზ ნადარაია 2021 წლის ივლისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics