13:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 15:27:13, 936 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ვასო ფხაკაძეს ყოფილმა პოლიციელმა დაურეკა, აგინა და დაემუქრა

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობ და იუმორისტ ვასო ფხაკაძეს პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

როგორც მიგინეიშვილი წერს, პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ. 

"გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.

ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში დაადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს. 

შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა

ეს პირი იდენტიფიცირებულია.

ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას" - წერს მიგინეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics