19:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:30:00, 715 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელი მოსამართლეს - საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია

"საქმე რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული"- ამ სიტყვებით მიმართა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს, რომელიც ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.

ჟურნალისტის თქმით,  საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ პოლიციის შენობის ფასადზე სტიკერი ნამდვილად გააკრა და ეს სრულიად გააზრებულად გააკეთა.

კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია, არც მოწოდებები იყო, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა, იქ ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უდავოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, თუ არ ჩავთვლით ცრუ ჩვენებებს, რომ მე ამ სიტყვებს გამოვიყენებდი.

ზოგადად, არც დახურულ სივრცეში და ასე ვთქვათ, არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, არათუ პოლიციელისთვის. კარგი იქნება, თუ სასამართლო მოგვცემს საშუალებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცო"- განაცხადა ჟურნალისტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics