09:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 12:35:13, 436 ნახვა

სამართალი
შიმშილობის 48-ე დღეს ბათუმის მედროშე, თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს აქტივისტი თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპისთვის ქათამაძეს 20 კილოგრამზე მეტი დაკლია, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება. 

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაში“ განმარტავენ, თემურ ქათამაძეს ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. თუმცა, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს და იმავე დღეს დროებით მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. ამ დღის შემდეგ, როგორც ორგანიზაცია იუწყება, ქათამაძე უარს ამბობდა ნებისმიერი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. 

„არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ჩვენთვის არ გადმოუცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს ჩატარებული გამოკვლევების შედეგები“, - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

თემურ ქათამაძე, რომელიც შიმშილობას მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად აწარმოებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა მხოლოდ გუშინ. მისი მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გარდაუვალი გახდა. 

18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ უნდა მიენიჭოს ქათამაძეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. აქტივისტი ამ დრომდე მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics