01:22 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 17:36:51, 490 ნახვა

სამართალი
გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს აბრახუნებდნენ, შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება - ვიდეო

მამაკაცი, რომელმაც "თბილისი მოლთან" გამართული აქციის დროს, მომიტინგეები ავტომობილის ხმოვანი სიგნალებით გაამხნევა, პოლიციამ 1500 ლარით დააჯარიმა.

დაჯარიმებამდე გიორგი მონავარდისაშვილი პოლიციას 2 საათის განმავლობაში ჰყავდა გაჩერებული და მისი მანქანა ძებნაზე აყვანილი, თუმცა მოქალაქეს ვერ უხსნიდნენ, რატომ. დაახლოებით 2 საათის გასვლის შემდეგ, გაჩერებულ კაცთან პოლიციის მესამე ეკიპაჟი მივიდა, რომელმაც გიორგი მონავარდისაშვილს დაყოვნების მიზეზი განუმარტა.

გიორგი მონავარდისაშვილს, რომლის მანქანაზეც სპეცრაზმელები ფეხებს აბრახუნებდნენ, შსს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება და უმტკიცებს, რომ "თბილისი მოლთან" დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით საავარიო სიტუაცია შექმნა.

გიორგი მონავარდისაშვილს, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლებაც ჩამოართვეს, პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. შსს-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ამ ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, თუმცა როდის, ამ დროისთვის უცნობია.

მოქალაქემ მისი ავტომობილის ძებნაზე აყვანის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრში მანქანის ნომრის შესაცვლელად მივიდა.

„დამაჯარიმეს 173-ე მუხლით და 123-ე მუხლით. ერთი მუხლი გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, მეორე პოლიციის შეურაცხყოფის მიყენებას. ახლა უკვე გამომიწერეს 1 500-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით ამიკრძალეს მართვის უფლება. შეურაცხყოფა უნდა განიხილოს სასამართლომ. არცერთ მუხლს არ ვეთანხმები და ორივეს გავასაჩივრებ. კადრებში ჩანს, რომ პოლიციისადმი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი.

20-მდე სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ამ მანქანის დამტვრევა უნდოდათ. მე მათი კანონიერი მოთხოვნა არ გამიგია, დავინახე პოლიციელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია და დავტოვე". - განაცხადა გიორგი მონავარდისაშვილმა









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics