|
2025-02-10 12:01:19, 470 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. აბესაძის თქმით, ამ ყველაფერს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროცესები პოლიტიკურია. „გიგი უგულავას სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გაიმართება პროცესი. 17 იანვარს, "მამების და შვილების" მარშზე რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადაიკეტა. 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება, ან შეფასება წარმოდგენილი არ არის. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია, ეს რეპრესია ივანიშვილის ძალმომრეობითი რეჟიმის განსამტკიცებლად და იმ დანაშაულების გადასაფარადაა საჭირო, რასაც პოლიცია სჩადის. არანაირი მოლოდინი სამართლიანი სასამართლოსი არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ პროცესში, ასე ვმონაწილეობთ",- განაცხადა აბესაძემ. რამდენიმე წუთში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)