00:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 16:05:50, 363 ნახვა

სამართალი
ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე, რომელსაც ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდგომი გართულების გამო დღეს კვლავ კლინიკაში - „ვივამედში“ - გადაიყვანეს. ინფორმაცია დაკავებულის ერთ-ერთმა  ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ. „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდა.

ვეფხია კასრაძის კლინიკაში გადაყვანამდე ცოტა ხნით ადრე, საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, მასთან ერთად ციხეში მყოფი დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“ და „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.

„რევაზ კიკნაძემ დღეს უკვე ორჯერ დამირეკა ამ ამბავზე - ჯერ 11:15 საათზე, შემდეგ კი დაახლოებით ნახევარ საათში. ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ტკივილები აქვს და ჩირქი მოსდისო“, - განაცხადა ავსაჯანიშვილმა. 

ავსაჯანიშვილის თქმით, გარემოება, რომ ზარების შეზღუდულად განხორციელების პირობებში რევაზ კიკნაძე ერთსა და იმავე თემაზე მას ორჯერ ურეკავს, აფიქრებინებს, რომ ვითარება მძიმედაა:

„როგორც მითხრა, ვეფხია კასრაძე კლინიკაში არ გადაჰყავთ“, - აღნიშნავდა ადვოკატი და დასძენდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, კასრაძემ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.

საბოლოოდ, ვეფხია კასრაძე „ვივამედში“ გადაიყვანეს.

მისი ადვოკატის, კახა კოჟორიძის თანახმად, კასრაძემ ორშაბათს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რადგან სუნთქვის პრობლემა ჰქონდა.

„იმავე დღეს დააბრუნეს საკანში, როგორც გუშინ მითხრა სატელეფონო საუბრისას. შემდეგ კი ცოტა გაურთულდა ვითარება“, - ამბობს კოჟორიძე.

ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია სოფელ ერგნეთიდან, - იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აქვს ვეტერანის სტატუსი, - 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს.

მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა“ და „ჯგუფურ ძალადობას“ ედავებიან - სისხლის სამართლის წესით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics