|
2025-02-05 14:42:09, 486 ნახვა
სამართალი
დღის განმავლობაში გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და ხანგრძლივობა - ჩხაიძე
ვივამედის სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, დღის განმავლობაში გადაწყდება, რა ტაქტიკით და ხანგრძლივობით უმკურნალებენ მზია ამაღლობელს. "მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, შედეგების ნახვის შემდეგ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში. დღის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, თუ საჭირო გახდა, ჩატარდება განმეორებითი ან დამატებითი კვლევები, დღის განმავლობაში გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა და მისი ხანგრძლივობა. პაციენტი შიმშილობას აგრძელებს, ჩვენს შეთავაზებულ მკურნალობაზე, კერძოდ, ინფუზიურ თერაპიაზე პაციენტმა თანხმობა განაცხადა" - თქვა ჩხაიძემ სატელეფონო საუბარში. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 25-ე დღეა, შიმშილობს. ის საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. "მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)