2015-02-08 15:53:36, 375 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ანგელა მერკელი ეწვევა
საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა.
ინფორმაცია ჟურნალისტებს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მერკელის საქართველოში ვიზიტის თარიღი ზუსტდება.
„გერმანიის კანცლერი საქართველოს წელს აუცილებლად ეწვევა, თუმცა მისი საქართველოში ვიზიტი გაზაფხულზე ვერ შედგება, რადგან გერმანია დიდ შვიდეულს მასპინძლობს“, – აღნიშნა ჭანტურიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან