11:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 12:41:02, 350 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: მერიაში არაა იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სამსახურში არ დადიოდნენ

" იმ თანამშრომლების ადგილი, რომლებიც არ დადიოდნენ სამსახურში და არაჯეროვნად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მერიაში არ არის",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია სასამართლოს მიერ გამართლებული  მერიის  თანამშრომლების, სამსახურში აღდგენის მოთხოვნას.

როგორც ნარმანიამ განმარტა, მერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

"მერია არაფერს არ აპირებს გარდა იმისა, რომ მეორე  ინსტანციაში გასაჩივრდება პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.თანამშრომლები, რომლებიც არ დადიოდნენ სამსახურში, თანამშრომლები, რომლებიც არაჯეროვნად ასრულდებდნენ თავიანთ მოვალეობას, ასეთი ადამიანების ადგილი მერიაში არ არის",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ  თბილისის მერიასა და ყოფილ თანამშრომლებს-გირშელ ბართაიას, ლევან ხაბეიშვილსა და ნინო ქაცარავას შორის დავა, ამ უკანასკნელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. 
თბილისის მერიას მათი  სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და 3 თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ცნობისთვის,  გირშელ ბართაია, ლევან ხაბეიშვილი  და ნინო ქაცარავა   დავით ნარმანიას ბრძანებით გაათავისუფლეს.  მერიის თანამშრომლების  მტკიცებით,  დაკავებული თანამდებობებიდან  უკანონოდ გათავისუფლდნენ  და მათ ნაცვლად უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის  ნათესავები დაასაქმეს,  რომლებსაც  არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics