00:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 12:11:18, 543 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძე საქართველოში ჩამოვიდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე უკვე საქართველოშია.

 როგორც კირკიტაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მან ამერიკაში სწავლა შეწყვიტა და ქვეყანაში გამოძიების კითხვებზე პასუხის გასაცემად დაბრუნდა.

„ჩამოვედი, რომ საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი, საქართველოდან და არა ამერიკიდან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაშიც ყველა დარწმუნდება, რომ საქმე უუნარო და არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან გვაქვს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, კირკიტაძეს სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics