13:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 10:22:21, 503 ნახვა

სამართალი
შსს-მ ძარცვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი თ. ძარცვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ღამით, მოქალაქეს ავტომანქანიდან ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც 110 ლარი, ოქროს ორი ყელსაბამი და პირადი დოკუმენტაცია იყო.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან სამ დღეში დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნაძარცვი ნივთები თბილისში, სხვადასხვა ლომბარდში, ფულის მიღების მიზნით ჩააბარა. პოლიციამ ოქროს ორივე ყელსაბამი ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics