14:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 12:32:22, 834 ნახვა

სპორტი
მურუსიძე: შეფასება - ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია

თანახმა ვართ, შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმი, თუმცა ამ კრიტერიუმების მიხედვით საბჭო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „თანახმა ვართ, რომ შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმები, თუმცა ამ კრიტერიუმებით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. თუ ფიქრობენ, რომ შემოიღებენ სპეციალურ კანონებს, რომლითაც ამა თუ იმ მოსამართლეზე იტყვიან რომ ღირსი არ არის დარჩეს სასამართლო სისტემაში, ეს მიუღებელია. მორალური შეფასება - ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს არსებული კანონებით მოქმედებს.

„რეალური საბჭო კოლეგიალური ორგანოა, გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. მინდა გითხრათ, რომ ლევან მურუსიძე უსასრულოდ საბჭოს მდივანი ვერ იქნება. ლევან მურუსიძეს აქვს თავისი ვადები, ერთ წელიწადში მას გასდის ვადა, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნდა ვილაპარაკოთ სისტემას რაც გამოადგება და არ უნდა იყოს საუბარი კონკრეტულ ადამიანზე. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და ვაცხადებ, რომ საბოლოო ჯამში, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მიიღებენ კანონს, რომ ინსპექტორი უნდა დაინიშნოს, დანიშნონ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ინსპექტორი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და ამ ინსტიტუტის მიმართ გვქონდა უარყოფითი დამოკიდებულება“, - აღნიშნა მურუსიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics