10:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 20:48:17, 913 ნახვა

სპეციალური ანონსი
23 აპრილის სპეციალური ანონსი

23 აპრილს, 9:30 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ.

მისამართი: ტექ პარკი, ოქროყანა (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ვარდების მოედნიდან დილის 9 საათზე)

23 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილის ბაღში კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ფორმის ბზები დაირგვება.

მის.: 9 აპრილის ბაღი
საკონტაქტო პირი ეკა კოჭლამაზაშვილი - 577 77 06 77

23 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსათვის“, უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ გაიმართება.
მის: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, კიევის ქუჩა

23 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციტივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება.
მის.: უზნაძის 52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

23 აპრილს, 13:00 საათზე,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს.
მისამართი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დიმიტრი უზნაძის 117 ა

23 აპრილს, 14:00 საათზე, ტყიბულის რაიონში, კურორტ საწირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყიბულის წყალსაცავის ნაპირზე 2016 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ფესტივალი გაიმართება. 

23 აპრილს, 15:00 საათზე, პროექტის „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში" და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართება. 
მის: ია კარგარეთელის ქ. N6, ხელოვნების სასახლე

23 აპრილს, 16:30 საათზე, კოტე მახარაძის საიუბილეო 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის უკან მდებარე, სპორტკომპლექსის მოედანზე, კოტე მახარაძის სახელობის სპორტული რადიო „ჯა-კო“-ს სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირს გამოჩენილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, ფეხბურთის ვეტერანები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და ფეხბურთის სხვა ღვაწლმოსილი ადამიანები დაესწრებიან. 
საკონტაქტო პირი თამარ გულიაშვილი - 591 40 40 12

23 აპრილს, 19:00 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „რომეო და ჯულიეტა“ ჩვენება გაიმართება.

23 აპრილს, 20:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics