19:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 15:44:55, 2185 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე უვიზოზე: ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა

ირაკლი კობახიძე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს "სწორი კურსი აქვს" და კურსი - "ევროკავშირმა უნდა გაასწოროს".

"ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, რომელიც საით მიაქანებს, ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს, ეს მართლა არ ვიცი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ - ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა არის ჩამოსული 17.5%-მდე, 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი.

კურსი აქვს გასასწოერებელი ევროპულ ბიუროკრატიას, იმისითვის, რომ თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ეს არის, რაც შემიძლია, გითხრათ. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ერთერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა, ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics