23:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 09:00:17, 444 ნახვა

რეგიონი
კასპში ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი - ჭიდაობა სამბოში გაიმართა

საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქალაქ კასპში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონის ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი - ჭიდაობა სამბოში (ახალგაზრდებში) გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტურნირის მიზანი სამბოს პოპულარიზაცია, მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება და საქართველოს ნაკრები გუნდისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისათვის კანდიდატების შერჩევა იყო.

“ტურნირის  გამარჯვებულები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ოქტომბერში, კვიპროსში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მიიღებენ  მონაწილეობას.

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გაზდელიანმა კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ მაისურაძეს ჭიდაობა სამბოს ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics