19:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 12:57:30, 315 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი სიმბოლურად ტიტებით, გვირგვინით და სანთლებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცობით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 21 დაღუპულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სხალთის ეპარქიის დეკანოზმა, ევდემოზ ალელიშვილმა და დეკანოზმა, ბართლომე ჩხიკვაძემ გადაიხადეს.

"საგალობლები ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ელესამ" შეასრულა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics