2015-07-05 21:04:18, 909 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა რეფერენდუმზე კრედიტორების მოთხოვნებს უარი უთხრა
საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის გეგმას "არა" უთხრა. ეგზიტპოლების შედეგად, ევროკავშირის მიერ წარდგენილ კრიზისის დაძლევის გეგმას მხარი არ დაუჭირა, 49 % -მა ხოლო, ევოკავშირის წინადადებას საბერძნეთის მოსახლეობის, 46,5 % დაეთანხმა.
აღნიშნული ეგზიტპოლი რამდენიმე ბერძნულმა ტელეკომპანიამ დაუკვეთა.
ამასთან, ვრცელდება სოციოლოგიური კომპანიების გამოკითხვები, რის მიხედვითაც, 50,5 % -მა უარი უთხრა, კრედიტორების წინადადებას.
რეფერენდუმის ზუსტი მონაცემები ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან