19:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 11:19:02, 820 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ფულადი გზავნილების აქციას იწყებს

„თიბისი ბანკი“ დღეიდან ფულადი გზავნილების აქციას იწყებს.

მათ, ვინც 17 მარტიდან 17 ივნისამდე „თიბისი ბანკის“ და „თიბისი კონსტანტას“ ფილიალებში ფულადი გზავნილების მომსახურებით ისარგებლებს, წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა  მომხმარებლებმა  სამჯერ გააგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები თიბისი ბანკის ან თიბისი კონსტანტას ფილიალებში.

„თიბისი ბანკის“ და „თიბისი კონსტანტას“ ფილიალებში  შესაძლებელია ყველა წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემით სარგებლობა, როგორებიცაა: Western Union, Contact, IntelExpress, Zolotaya Korona, Anelik, Ria ,  Money Gram და Unistream.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების გარდა სამთვიან წამახალისებელ აქციაში მონაწილეობას იღებს ასევე თიბისი ბანკის  გზავნილების  ახალი სისტემა მარდი.

ფულადი გზავნილების   სისტემა,  მარდი   მოქმედებს   საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის და თიბისი კონსტანტას ფილიალებში.

მარდის მეშვეობით შესაძლებელია თანხის გაგზავნა და მიღება  საქართველოს ნებისმიერ წერტილში ანგარიშის გახსნის გარეშე  ყველაზე სწარფად და ყველაზე დაბალი ტარიფით.

ისარგებლეთ თიბისი ბანკის ფულადი გზავნილების მომსახურებით და გახდით საჩუქრების მფლობელი!





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics