14:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 12:28:59, 614 ნახვა

რეგიონი
საქართველოში მოსავლის აღების სამუშაოებში აზერბაიჯანის სასოფლო-სამურენო ტექნიკა ჩაერთვება

წელს საქართველოში  თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო ალოობა  კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში  თითქმის ერთდროულად  დაიწყო.  მოსავლის აღების სამუშაოებში  სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - 86 ერთეული კომბაინი.  პროცესში ჩართულია კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც. მიუხედავად ამისა,  უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა.

მოსავლის აღების შეუფერხებლად და აგროვადების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი კომბაინები აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსავლის აღების სამუშაოებში  ერთი თვის განმავლობაში  იქნება ჩართული.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საქართველოში შემოსვლის პროცესს ,,წითელი ხიდის“ სასაზღვრო - საბაჟო გამშვებ პუნქტზე  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო.

,,საქართველოში წინა წლებთან შედარებით, თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. საშუალო მოსავლიანობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით,  გაზრდილია ნათესი ფართობებიც  -  ქვეყნის მასშტაბით  ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.  სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს შეუწყობს ფერმერებს აგროვადების მაქსიმალური დაცვით  უზრუნველყონ მოსავლის აღება და  დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics