2016-04-16 14:22:13, 1185 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის კუნძულ კიუსუზე აეროპორტები დახურულია
იაპონიის კუნძულ კიუსუზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, აეროპორტები დახურულია.
როგორც kyodo უწყება, ყველა რეისი ტოკიოს აეროპორტში გადამისამართდება.
კუნძულზე გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მთელი ღამის განმავლობაში ბიძგები მოჰყვა. ამასთან, სეისმოლოგები ახალ მიწისქვეშა ბიძგებს არ გამორიცხავენ. ღამის განმავლობაში სულ 230 ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრების, ელექტროენერგიის გათიშვების და ხიდების ჩამონგრევის შესახებ იუწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან