2016-04-11 16:36:01, 1033 ნახვა
მსოფლიო
ISIS-იმ სირიაში 21 ქრისტიანი მოკლა
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს, - ამის შესახებ BBC სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლულებს შორის სამი ქალია. წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან.
ცნობისთვის, ქალაქი ელ-ქარიატეინი „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასული წლის აგვისტოში დაიკავა. გასულ კვირას კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს. იქ ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, სირიის ორთოდოქსულ ეკლესიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების თანაცხოვრება შესაძლებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან