00:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 13:46:58, 1097 ნახვა

მსოფლიო
სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" ქარხნის 250 თანამშრომელი გაიტაცა

250 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მას შემდეგ რაც ქალაქ დუმეირში "ისლამური სახელმწიფო" ცემენტის ქარხანას დაესხა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFM ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ქალაქ დუმეირში, დამასკოდან 35 კილომეტრში, მდებარე ცემენტის ქარხანას "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები დაესხნენ.

მედიის ინფორმაციით, დაკარგულია 250 ადამიანი.

"ჩვენ ქარხნის 250 თანამშრომელთან კავშირი ორშაბათს, თავდასხმის დროს დავკარგეთ. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფებიან თანამშრომლები", - განაცხადა ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

აღნიშნულ ფაქტს, სირიაში სამეთვალყურეო საბჭოს ადამიანის უფლებათა წარმომადგენელიც გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს"  ბოევიკებმა ქარხნის ათობით თანამშრომელი გაიტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics