19:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 17:53:07, 939 ნახვა

მსოფლიო
სერჟ სარგსიანი: თუ ცეცხლი არ შეწყდება, სომხეთი ე.წ. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს

იმ შემთხვევაში, თუ მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ შეწყდება, სომხეთი ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებულობას აღიარებს, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა.

„თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება და გაფართოვდება, სომხეთი მთიანი ყარაბაღის რეპუბლიკას აღიარებს და მასთან სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას გააფორმებს“, - განაცხადა სარგსიანმა.

მისივე თქმით, შესაბამისი ხელშეკრულების მზადება სომხეთში უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics