|
2016-03-24 12:01:33, 1076 ნახვა
მსოფლიო
ბელგიელი სამართალდამცველები ბრიუსელის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს, მუჰამედ აბრინის ეძებენ
ბელგიელი სამართალდამცველები ბრიუსელის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს, 31 წლის მუჰამედ აბრინის ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, წარმოშობით მაროკოელი, ბელგიის მოქალაქე მუჰამედ აბრინი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის დაგეგმვაში. აბრინი პარიზის თავდასხმების გადარჩენილი მონაწილის სალეჰ აბდესლამის ბავშვობის მეგობარია. 2015 წლის 10-11 ნოემბერს მუჰამედ აბრინი ძმებ სალაჰ და ბრაჰიმ აბდესლამებთან ერთად პარიზში ჩავიდა, სადაც 13 ნოემბრის თავდასხმების მონაწილეებისათვის ბინა იქირავა.მუჰამედ აბრინი და სალეჰ აბდესლამი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სადგურში გარესათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ამ დროისთვის გამოძიება არ ფლობს ინფორმაციას, მონაწილეობდა თუ არა აბრინი უშუალოდ ტერაქტებში. მისი ოჯახის წევრების მტკიცებით, 13 ნოემბრის ღამით, ის ბრიუსელში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)