2015-01-23 12:21:26, 474 ნახვა
საზოგადოება
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შესაძლოა, სასოფლო–სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება შეეზღუდოს
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შესაძლოა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის უფლება შეეზღუდოს.
ცვლილებას „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახმად, უცხოელ ფიზიკურ პირს შეეძლება საქართველოში საკუთრებაში ჰქონდეს სასოფლო–სამეურნეო მიწა, თუ იგი მას მემკვიდრეობით მიიღებს ან ქორწინების შემდეგ მის კუთვნილებაში გადავა. ასევე თუ მას ბინადრობის ნებართვა გააჩნია.
ამასთან, ცვლილების თანახმად, ქვეყანაში დიდი საინვესტიციო პროექტები, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე განხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან