2019-05-25 13:06:39, 10984 ნახვა
Lifestyle
ბრაზილიაში ჰომოფობია რასიზმს გაუტოლდა
ბრაზილიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰომოფობია და ტრანსფობია რასიზმს გაუტოლდა. ამ გადაწყვეტილების თანახმად ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სიტყვიერი და მორალური ზიანის მიმყენებელი ჰომოფობები იგივე სიმკაცრით დაისჯებიან, როგორც რასისტები-წერს Globo.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ პარლამენტში კლერიკალური რადიკალების აღშფოთება გამოიწვია.
იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიაში ერთსქესიანი ქორწინებები 2013 წლიდან ძალაშია, ქვეყანაში ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი კანონდარღვევები სრულად აღმოფხვრილი ჯერჯერობით არ არის.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან