13:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 13:53:02, 1288 ნახვა

კომენტარი
გია ბარამიძე: თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა

„თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის წავიდა და საერთო მტერს ებრძოდა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, სუხიაშვილი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ გმირს ვაცილებთ და  პატივს მივაგებთ. იგი იბრძოდა უკრაინაში. უკრაინა კი,  ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და  ჩვენს საერთო მტერს ებრძვის, ამიტომ, თამაზ სუხიაშვილი  უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის მიდიოდა და იბრძოდა იმისთვის, რომ  ჩვენი და უკრაინის საერთო მტერმა ვერ შეძლოს საქართველოსა და უკრაინის დამონება. მე დარწმუნებული ვარ, მისი გმირობა უკვდავყოფილი იქნება საქართველოს ისტორიაში და მომავალი თაობები მას პატივს მიაგებენ, თაობები მისი გმირობის მაგალითზე გაიზრდებიან.  მე მჯერა, რომ საქართველოში არის ის საზოგადოება, რომელიც შესაბამისად დააფასებს თამაზ სუხიაშვილის  გმირობას“, – აღნიშნა ბარამიძემ. 

ცნობისთვის, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტზე შეტევისას დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics