22:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 14:06:10, 966 ნახვა

მსოფლიო
კიევის მახლობლად ნავთობბაზაზე ხანძარს აფეთქება მოჰყვა

კიევის მახლობლად, ნავთობბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა აფეთქება გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი რეზერვუარი აფეთქდა, რასაც  სამაშველო სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის დაშავება მოჰყვა.

გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, სახანძრო სამსახურის 6 წარმომადგენელი დაიღუპა.

ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდებარე ტერიტორიებიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ნავთობპროდუქტების შენახვის უსაფრთხოების ზომების დარღვევა დასახელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics