22:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 11:17:09, 699 ნახვა

სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხოლო 1979 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1985 წელს დაბადებული შუქრი შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზურაბ ფ-ს პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, ხოლო მამუკა მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 2 „ეფ 1“-ის და 1 „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 1 მჭიდი, რეზინის 7 ხელთათმანი და „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 218 საბრძოლო ვაზნა. შუქრი შ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და ხიშტ-დანა.

გამოძიება ზურაბ ფ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით), ხოლო მამუკა მ-ს და შუქრი შ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics