2015-05-15 13:58:01, 944 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი რუსეთს მისტრალების შესახებ კონტრაქტის გაუქმებას სთავაზობს
საფრანგეთი რუსეთის ფედერაციას მისტრალების შესახებ კონტრაქტის გაუქმებასა და თანხის ანაზღაურებას სთავაზობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთმა რუსეთს უკვე გადაუგზავნა ოფიციალური წინადადება, რასაც მოსკოვში არ ეთანხმებიან.
"კომერსანტის" თანახმად, ფრანგული მხარის ინიციატივა რუსეთისთვის 785 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითვალისწინებს, იმ პირობით, თუ მოსკოვი გემების მესამე მხარისთვის მიყიდვას დათანხმდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ თანხას არ თანხმდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან