13:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 20:37:53, 1231 ნახვა

მსოფლიო

 ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები მოკლეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მძევალი ქალი კი გათავისუფლებულია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

კოაშების დაკავების სპეცოპერაცია პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში რამდენიმე საათია მიმდინარეობდა. 

სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიერ დაკავებულ სტამბის შენობას ალყა შემოარტყეს. შენობასთან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციას ახლომდებარე უბნებთან მისასვლელი გზები გადაკეტილი ჰქონდა.

 საბოლოოდ, შენობის შტურმი განხორციელდა, რასაც შედეგად ძმები კოაშების ლიკვიდაცია მოჰყვა.

შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics