|
2016-08-06 12:10:27, 2097 ნახვა
კომენტარი
თამაზ მეჭიაური: თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა - ჰომოფობი ვიქნები
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოკრებულს ეხმაურება, სადაც მას ჰომოფობიურ განცხადებებში სდებენ ბრალს. მეჭიაურის განცხადებით, თუ ლგბტ ადამიანები სხვას საკუთარი ცხოვრების წესს მოახვევენ თავს, მაშინ ის ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგა და ნაკლებად აინტერესებს ჰომოფობს დაარქმევენ თუ არა. „თუ სარწმუნოების დაცვა ჰომოფობიაა, ვიქნები ჰომოფობი. მე არავის ვუვარდები, მანქანაში აქეთ მივარდებიან, საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებენ და ერთსექსიანთა ქორწინების თემაზე საუბრობენ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ხმა არ უნდა ამოვიღო და ჩვენი კანონიერი უფლებები არ უნდა დავიცვა თ ამ შემოსევას დავნებდეთ? თუ კი ეს ადამიანები ეცდებიან აქეთ მოგახვიონ თავზე გარყვნილი ცხოვრების წესი, მაშინ ყველა ეროვნული ინტერესესების დამცველი პარტია ასე უნდა მოიქცეს. თუ ეს ადამიანები თავისთვის იქნებიან და საკუთარ ცხოვრებას სხვას თავზე არ მოახვევენ, მაშინ მათ არავინ ერჩის. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამას შევეწინააღმდეგები და ჰომოფობს დამარქმევ თუ არა ნაკლებად მაინტერესებს“, - აცხადებს მეჭიაური.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)