23:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 14:10:57, 2753 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: შეხვედრა პაპუაშვილთან ძალიან კარგი და გულწრფელი იყო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ხუან პონსო სამპიეტრომ, რომელიც თავის დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ მისი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან „ძალიან კარგი და გულწრფელი“ იყო.

სამპიეტრომ განაცხადა, რომ ორდღიანი ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართება საქართველოს ხელმძღვანელობასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგები. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ჩვენ განვიხილავთ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, შემდეგ კი პრესკონფერენციას გავმართავთ, რადგან მსურს ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და შემდეგ ვისაუბროთ“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics