17:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 17:12:12, 5836 ნახვა

სამართალი
პუბლიკას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

ონლაინმედია პუბლიკას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მათ გირაოს გადასახდელად 40-დღიანი ვადა განესაზღვრათ.

საქმე ეხება 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფაქტებს. გამოცემის ცნობით, ლევან ზარდიაშვილმა იძალადა და ტელეფონი წაართვა ჟურნალისტ ქეთო მიქაძეს. ტელეფონი წაართვეს ასევე მათ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, თუმცა ის მოგვიანებით დაიბრუნეს.

ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალდება 5 მარტს წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics