13:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-26 21:41:49, 2483 ნახვა

სამართალი
დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან

დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან - შსს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება სამედიცინო ნარჩენებს. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს

 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის სოფელ მელაურის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში უკვე თვეზე მეტია, რაც სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობს.

ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.
ადგილობრივების განცხადებით, ირგვლივ  დასახლებული პუნქტია. სოფელ მელაურში ამბობენ, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები დანგრეულ შენობაში გვიან ღამით ხდება, რომ ვერავინ დაინახოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics