12:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 22:31:00, 3500 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის სიგნალი, რომ დასავლეთში „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა ამოიწურა

აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, - ასე გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს და არც საერთაშორისო პარტნიორები. 

"აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. 

დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics