2015-10-07 19:04:01, 680 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულ რაკეტებს არ დაურღვევია
რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გემებმა ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა გაუშვეს, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა.
როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ტერიტორიაზე არანაირ რუსულ რაკეტებს და სამხედრო ვერტმფრენს არ გადაუფრენია.
"არანაირი გადაფრენა ჩვენ თავზე არ ყოფილა. კასპიის ზღვაზე ჩვენ არ გვაქვს კონტროლი",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან