21:13 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 14:24:29, 846 ნახვა

რეგიონი
სოფელ ხაშმში ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში გაიმართა.  კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორი ნიკოლოზ ქურთიშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.

მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics