21:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 14:29:37, 988 ნახვა

მსოფლიო
მძევლების გასათავისუფლებლად სეპარატისტებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკრაინა მზადაა

უკრაინული მხარე მზად არის, მძევლების გასათავისუფლებლად  მოლაპარაკებები  ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკების ტერორისტულ დაჯგუფებებთან განაგრძოს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკრაინულმა მხარემ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლებიც მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯი მაინც ტერორისტულმა დაჯგუფებებმა უნდა გადადგან.
მისივე თქმით, მძევალთა გათავისუფლებისთვის მთავარ დაბრკოლებას სეპარატისტების  ქმედებები წარმოადგენს,  რადგან ისინი ამ დრომდე დასახლებულ პუნქტებს და უკრაინის მებრძოლთა პოზიციებს ბომბავენ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics