01:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 22:07:56, 7853 ნახვა

კომენტარი
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ტელეფონით ელაპარაკა გერმანიის კანცლერს ფრიდრიც მერცს, ედგარს რინკევიჩსა და ალეწსანდრ სტუბს.

  პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება რუსების ბრალდებებს და წერს, რომ დასავლეთის დაზვერვა რეალურ მონაცემებს ფლობს  "განვიხილეთ  შეხვედრების შედეგები პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან. ვემზადებით ახალ შეხვედრებისთვის ევროპაში და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად სიღრმისეული და რიმ ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ავრცელებს ფეიკებს უკრაინაზე თავდასხმების გასამართლებლად და ომის გაგრძელებისთვის, მსოფლიოს წამყვან დაზვერვით სამსახურებს აქვთ რეალური ინფორმაცია.
უსაფრთხოების გარანტიები, რეალური აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობა საჭიროა მთელი ევროპისათვის"-წერს ზელენსკი X-ზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სერგეი ლავროვის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. თავდაცვის  უწყების ბოლო საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, ნოვგოროდში ღამით საჰაერო სისტემებით 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ლავროვი კი ამტკიცებდა, რომ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინელებმა შეტევის მიტანა  91 დრონით სცადეს და ყველა გაანადგურეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის რეგიონში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე მასშტაბური თავდასხმის განხორციელება სცადეს დრონების გამოყენებით. მან განაცხადა, რომ დარტყმაში 91 დრონი გამოიყენეს. „ყველა [უკრაინული] უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის ან უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა (ციტირებულია TASS-ის მიერ).

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics